ლუგანსკის “ზორიას” შემტევ ნახევარმცველ ჯაბა ლიპარტიას ახარებს, რომ ბოლო პერიოდში გოლების გატანა დაიწყო. ამის შესახებ მან უკრაინული საფეხბურთო კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.
“გატანილი გოლები ყველას ახარებს. კარგია, რომ გატანა დავიწყე. ეს თავდაჯერებას მმატებს. იმედია, რომ მიმდინარე სეზონში თავს კიდევ გამოვიჩენ”, - თქვა 27 წლის ფეხბურთელმა.
უკრაინის პრემიერლიგის განვლილ ტურში “ზორიამ” ოდესის “ჩერნომორეცს” უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი 77-ე წუთზე გოლი ლიპარტიამ გაიტანა, რომელიც მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ლეგიონერმა “ზორიაში” 8 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.