ფეხბურთი

13:32 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” თვალი “ნიუკასლის” ტალანტს დაადგა

პრემიერლიგის ბინადარ “ნიუკასლ იუნაიტედს” მომდევნო თვეების განმავლობაში ახალგაზრდა ტალანტის აიოზე პერესის შენარჩუნებისთვის ძალების მოკრება მოუწევს. “კაჭკაჭების” თავკაცის განცხადებით, ახალგაზრდა ესპანელი ცენტრალური ფორვარდის გადაბირების “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული.

“გაოცებული არ ვარ, რადგან პერესი გამორჩეული ტალანტია. ვიცი ესპანელით დაინტერესებულები არიან. “სიტის” წარმომადგენელ ბრაიან კიდთან ფეხბურთელის შესახებ საუბარი უკვე მქონდა”, - განაცხადა ჯონ კარვერმა.

21 წლის თავდამსხმელი “ნიუკასლმა” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “ტენერიფედან” 2 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ესპანელმაც იმედები გაამართლა და ჯერჯერობით პრემიერლიგის 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა. პერესის სატრანსფერო ღირებულებამ კი რამდენიმე თვეში 3.5 მილიონი ევროთი აიწია.

0.115306