ფეხბურთი

12:51 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვახაძე 3 მატჩს გამოტოვებს და 600 ლარს გადაიხდის

გორის “დილას” კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე თანაგუნდელებს 3 მატჩის განმავლობაში ვერ დაეხმარება და 600 ლარს გადაიხდის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის ეს გადაწყვეტილება “მსოფლიო სპორტს” “დილას” პრესატაშე ზურა კარტოზიამ აცნობა. გარდა ამისა, კვახაძეს ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრეს. “დილას” კაპიტანი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში, თბილისის “დინამოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარი მსაჯის ჯენერი ხორავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დასაჯეს.

“დილამ” შეხვედრა 0:1 წააგო და თასის გათამაშებას გამოეთიშა, ხოლო კვახაძემ ხორავას შეაგინა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.

0.117933