ჰოლანდიელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი “სანდერლენდის” ახალი მწვრთნელი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია თავად 67 წლის მწვრთნელმა ნიდერლანდურ მედიას დაუდასტურა: “ძალიან მალე “ლაით სთედიუმზე” ვიმუშავებ”.
ადვოკაატი ახალ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს და თანაშემწედ ზელიკო პეტროვიჩს წაიყვანს. აგრეთვე ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში თუ “სანდერლენდი” პრემიერლიგიდან გავარდნას გადაურჩება, ჰოლანდიელი დამატებით 500 000 გირვანქას მიიღებს.
“შავი კატების” თავკაცის თანამდებობიდან გუსტავო პოიეტი 16 მარტს გაათავისუფლეს. ურუგვაელი სპეციალისტი “სანდერლენდს” 2013 წლის 8 ოქტომბრიდან წვრთნიდა. ადვოკაატის ბოლო სამუშაო ადგილი სერბეთის ეროვნული ნაკრები იყო, თუმცა ბალკანელებმა იგი დაკავებული თანამდებობიდან გასული წლის 15 ნოემბერს გაუშვეს.