ფეხბურთი

10:50 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტრაჩანის შემადგენლობა ცნობილია

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა მარტის თვეში ჩასატარებელი მატჩებისთვის გაფართოებული 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შოტლანდიელი სპეციალისტის ქვეშევრდომები 25 მარტს გლაზგოში “ჰემპდენ პარკზე” ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს ევრო-2016-ის შესარჩევ მატჩში გიბრალტართან გაარკვევენ ურთიერთობას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრატართან და შოტლანდიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში იმყოფება. სტრაჩანის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: კრეიგ გორდონი (“სელტიკი”), დევიდ მარშალი (“კარდიფი”), ალან მაკგრეგორი (“ჰალი”, ინგლისი).

მცველები: კრისტოფე ბერა (“იფსვიჩი”, ინგლისი), კრეიგ ფორსიზი (“დერბი”, ინგლისი), გორდონ გრირი (“ბრაიტონი”, ინგლისი), ალან ჰატონი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), რასელ მარტინი (“ნორვიჩი”, ინგლისი), მარკ რეინოლდსი (“აბერდინი”), ენდრიუ რობერტსონი (“ჰალი”, ინგლისი), სტივენ ვიტაკერი (“ნორვიჩი”, ინგლისი).

ნახევარმცველები: იკეჩი ანია (“უოტფორდი”, ინგლისი), ბარი ბანანი (“ბოლტონი”, ინგლისი), სკოტ ბრაუნი (“სელტიკი”), დარენ ფლეტჩერი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), ჯეიმს ფორესტი (“სელტიკი”), შონ მელოუნი (“ჩიკაგო”, აშშ), ჯეიმს მაკარტური (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ჯეიმს მორისონი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), მატ რიჩი (“ბორნმუთი”, ინგლისი), ჯონი რასელი (“დერბი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: სტივენ ფლეტჩერი (“სანდერლენდი”, ინგლისი), სტივენ მეი (“შეფილდი”, ინგლისი), როს მაკორმაკი (“ფულემი”, ინგლისი), სტივენ ნეისმიტი (“ევერტონი”, ინგლისი), ჯორდან როდესი (“ბლექბერნი”, ინგლისი)

0.120801