ფეხბურთი

2:08 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ოთხეულს არ ჩამორჩა

ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურის “ლიბერთი სთედიუმზე” გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც ადგილობრივმა “სუონსიმ” “ლივერპულს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

სტუმრებს სამი ქულა ჯორდან ჰენდერსონმა მოუპოვა, რომელმაც 68-ე წუთზე მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. მერსესაიდულმა გრანდმა 54 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. “წითლები” “მანჩესტერ იუნაიტედს” ორი, “არსენალს” სამი, ხოლო “მანჩესტერ სიტის” ოთხი ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ ბრედან როჯერსის გუნდს პრემიერლიგაში 2015 წელს არ წაუგია. მერსესაიდელებმა ბოლოს 14 დეკემბერს გასვლაზე წააგეს "მანჩესტერ იუნაიტედთან" (0:3). მას შემდეგ "ლივერპულმა" ჩემპიონატში 13 შეხვედრა ჩაატარა, 10 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.

მომდევნო ტურში “ლივერპული” შინ სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედს” ეთამაშება და რევანშის აღების შემთხვევაში, ოთხეულში შესვლას მოახერხებს.

სუონსი – ლივერპული 0:1 (0:1)


სუონსი, ”ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, უილიამსი, ამატი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, კორკი, შელვი, კი (დაიერი 80), რუტლიჯი (მონტერო 73), სიგურდსონი (ემნსი 89), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ლივერპული (3-4-3): მინოლე, სახო, შკრტელი, ჩანი, ალენი, ჰენდერსონი, ლალანა (ჯონსონი 88), მორენო (ჯერარდი 64), კოუტინიო, სტერლინგი, სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლი: ჰენდერსონი 68.
გაფრთხილებები:
სტერლინგი, ჰენდერსონი, მორენო
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10(3)-16(5), ჯარიმა: 13-16, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-3

0.176072