ჩოგბურთი

22:01 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სინგაპურში ელჩი კვლავ ევერტი იქნება

ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ერთეულთა შორის დიდი სლემის ტურნირების 18-გზის ჩემპიონი კრის ევერტი წლეულსაც წლის შემაჯამებელი ტურნირის ელჩი იქნება. ეს შეჯიბრება ამჯერადაც სინგაპურში, მიმდინარე სეზონის მიწურულს ჩატარდება.

“ძალიან მომწონს სინგაპური, ამიტომაც წლის შემაჯამებელი შეჯიბრების ოფიციალური პირი სიამოვნებით ვიქნები. იქ ბრწყინვალე გულშემატკივრები არიან და შევეცდებით, წლეულს ტურნირი მათთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ. თუმცა, შარშანდელი დონის ფონზე ამის გაკეთება ურთულესი რამაა”, - ამბობს ევერტი.

თავად კრის ევერტს წლის შემაჯამებელი ტურნირი ოთხჯერ (1972, 1973, 1975, 1977) მოუგია.

0.119677