ფეხბურთი

21:09 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 25-ე ტურის სიმბოლური

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე მიუნხენის “ბაიერნიდანაა” წარდგენილი, რომელმაც “ვერდერი” გაანადგურა (4:0) გასვლაზე.

აღსანიშნავია, რომ “ვოლფბურგის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიმდინარე სეზონში მეცხრედ მოხვდა სიმბოლურში.

25-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:

მეკარე:
ჰორნი (“კიოლნი”);
მცველები: მატიპი (“შალკე”), ჰილბერტი (“ლევერკუზენი”), ალაბა (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: პოლანსკი (“ჰოფენჰაიმი”), შკენდერა (“აინტრახტი”), დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), მიულერი (“ბაიერნი”);
თავდამსხმელები: მეიერი (“აინტრახტი”), დრმიჩი (“ლევერკუზენი”), ლევანდოვსკი (“ბაიერნი”).

თეგებიბუნდესლიგა
0.110868