ჩოგბურთი

19:32 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი ბალახზე

დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის მერვედფინალში დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ის, საფრანგეთმა კი გერმანიას მოუგო და ეს ნაკრებები მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან. ტრადიციულ მოწინააღმდეგეთა მატჩს 17-19 ივლისს კუნძულელები უმასპინძლებენ.

ბრიტანელებს ფრანგების მიღება ბალახის საფარიან კორტზე სურთ (ამის თაობაზე ღიად განაცხადა ენდი მარეიმაც) და გადაწყდა, რომ სამეოთხედფინალე დაპირისპირება ლონდონის Queen’s Club-ის კორტებზე ჩატარდება. გამოირიცხა მატჩის უიმბლდონის ასპარეზზე ჩატარება, რადგანაც ივლისის შუა რიცხვებში ამ არენაზე წლის მესამე სადიდსლემო ტურნირი ერთი კვირის დასრულებული იქნება, ამიტომაც ლონდონის გარეუბნის კორტები დევისის თასის სათანადოდ მასპინძლობას ვერ შეძლებს.

0.117775