ფეხბურთი

18:27 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგია სიმბოლურში მერვედ მოხვდა

“ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდის ვერსიით, მე-3 ლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” სახლში “კოტბუსი” 3:1 დაამარცხა და იმის მიუხედავად, რომ გოგიას გოლი არ გაუტანია, მაღალ დონეზე ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვერსიით, გოგია სიმბოლურში ნაკრებში მერვედ დაასახელეს.

0.146933