ფეხბურთი

17:49 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორია ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია საბერძნეთის პროფესიონალური ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე აღმოჩნდა, ვინც ერთ მატჩში ორი პენალტი მოიგერია.

საბერძნეთის სუპერლიგის განვლილ ტურში ოფი “კერკირასთან” 1:4 დამარცხდა და ლორიამ სტუმართა კარში დანიშნული 3 პენალტიდან ორი აიღო.

მიმდინარე სეზონში, მეორედ მოხდა, რომ მეკარემ ერთ შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი უკუაგდო. 2014 წლის 7 დეკემბერს “პანიონისის” მეკარე ნიკოს პაპადოპულოსმა “პანეტოლიკოსთან” წაგებულ (1:2) შეხვედრაში, მეტოქეს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორჯერ არ გაატანინა.

1993 წელს, იგივე “ნაოუსას” კარი დარაჯმა ვანგელის ვოურდოგანისმა აეკ-თან 1:3 წაგებულ მატჩში გააკეთა.

1982 წელს, მსგავსი რამ მოახერხა “პანახაიკის” მეკარე ვასილის დესულასმა პაოკ-თან თამაშში, რომელშიც მისი გუნდი 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც იმ გუნდმა მოიგო, რომლის მეკარემ ორი პენალტი აიღო, 1979 წელს მოხდა. მაშინ, “ლარისამ” “პანიონიოსს” 1:0 სძლია, ხოლო გამარჯვებულთა მეკარეს ნიკიფოროს ბუნტოლოსს ორი პენალტი ვერ გაუტანეს.

0.116811