"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
- საუკეთესო თანაგუნდელი?
- დავიდ სილვა.
- ბავშვობის იდეალი?
- როგორც მოთამაშე, ლუიშ ფიგუ.
- საუკეთესო ვისთან ერთადაც გითამაშიათ?
- დავიდ სილვა, მაგრამ რთულია ერთი თანამემამულის გამოყოფა. მთელი ესპანეთის ნაკრები.
- საუკეთესო მცველი ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- რა თქმა უნდა რობერტო კარლოსი.
- ჩოგბურთი მოგწონთ თუ სპორტის სხვა სახეობა?
- ჩოგბურთს ხშირად ვუყურებ. რაფა ნადალის გულშემატკივარი ვარ.
- რომელ გუნდს გულშემატკივრობდით ბავშვობაში?
- ყოველთვის "სევილიას".
- რა განსხვავებაა ინგლისსა და ესპანეთში თამაშის შორის?
- ინგლისში უფრო მაღალი ტემპია.
- საუკეთესო მომენტი ცხოვრებაში?
- ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა და ჩემი შვილის დაბადება.
- ფეხბურთს მიღმა რა ჰობი გაქვთ?
- ყველაზე მეტად ფილმების ყურება მიყვარს.
- საყვარელი ფილმი?
- "გლადიატორი".
- საუკეთესო მომენტი "მანჩესტერ სიტიში"?
- ლიგის თასის ფინალი 2014 წელს. მაშინ "სანდერლენდს" მესამე გოლი გავუტანე.
- რომელ გოლს გამოარჩევდით?
- რომელიც ანდრეს ინიესტამ გაიტანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.