გლაზგოს “სელტიკი” ინგლისური “ლივერპულის” ცოცხალი ლეგენდის სტივენ ჯერარდის იჯარით აყვანას ეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
როგორც იცით, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჯერარდი “ლივერპულს” დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსის” შეუერთდება. MLS-ი ოქტომბერში სრულდება და მარტამდე შესვენებაა. სწორედ ამ პერიოდში სურს შოტლანდიურ გრანდს ლეგენდარული ინგლისელის იჯარით აყვანა.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდი “ენფილდზე” 1998 წლიდან თამაშობს და “ლივერპულის” მაისურით ჩატარებულ 702 შეხვედრაში 183 გოლი აქვს გატანილი.