შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ქასიმფაშას” ხელმძღვანელებს მისი დაბრუნება სურთ, მაგრამ ამას არ აპირებს.
შოთა არველაძე: “მართლაც, ხელმძღვანელებს საუბარი სურთ, მაგრამ მათ უკვე შევატყობინე, რომ არ დავბრუნდები. ძალიან ვეცადე და გუნდისთვის ბევრი გავაკეთე. ჩვენ ნოლიდან დავიწყეთ და ევროპამდე მივაღწიეთ. მეორე წრე უიღბლოდ დავიწყეთ, მაგრამ კარგი მატჩებიც გვქონდა. თუ არ ვცდები, ბოლო ექვს ტურში ჩვენს კარში 5 პენალტი დანიშნეს. ბოლო თამაშშიც ასე იყო. ჩვენს მიერ გატანილი გოლის მერე დონკს ვუთხარი: “რაც გინდათ გააკეთეთ, მაგრამ ყველაფერი სამართლიანად იყოს”. “ქონიასფორს” გოლი გავატანინეთ და მალე მსაჯმა მორიგი თერთმეტმეტრიანი დაგვინიშნა. ასეთი რამის კომენტირებაც არ შემიძლია. მეტოქემ პენალტი გამოიყენა. სამართალი სადაა? არაა. შესვენებაზე ბიჭებს უბრალოდ მატჩის დასრულება ვთხოვე. ამის შემდეგ ხელმძღვანელებს ვესაუბრე და ყველასთვის ცნობილი ნაბიჯი გადავდგი”.
- თურქეთში რჩებით თუ თბილისში დაბრუნდებით?
- ვრჩები. ბავშვები ხომ აქ სწავლობენ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. ჯერჯერობით დავისვენებ.
- გამოიძინეთ?
- დიახ. თერთმეტ საათამდე მეძინა.
- გუნდში ვინ შეგცვლით?
- მე ხომ იან ვოუტერსთან ერთად ვმუშაობდი. “ქასიმფაშაში” ბავშვთა აკადემია გავხსენით, სადაც მთავარი მწვრთნელი იყო. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ვცდილობდი ყველაფერი ორგანიზებული ისე ყოფილიყო, რომ ჩემი წასვლის მერე მაშინვე ვინმეს შევეცვალე. ვოუტერსი პროფესიონალი და კარგი მწვრთნელია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია. ის გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.