ფეხბურთი

13:26 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ლიპარტია: “მატჩის გმირი არ ვარ”

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-17 ტურში ოდესის “ჩერნომორეცთან” მოგებულ (1:0) მატჩში, ლუგანსკის “ზორიას” რიგებში ერთადერთი გოლის გამტანმა ჯაბა ლიპარტიამ, ტელეარხ “ფუტბოლ 1”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს შეხვედრის გმირად არ მიიჩნევს.

- მატჩის გმირად თავს მიიჩნევთ?

- არა. მატჩის გმირი ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ, ფეხბურთს არა 11 ადამიანი, არამედ, ყველა 18 თამაშობს, ვინც განაცხადშია. თადარიგში მყოფი მოთამაშეები ნებისმიერ წუთს მოედანზე გასასვლელად და გუნდის დასახმარებლად მზად უნდა იყვნენ. სწორედ, ამას ვაკეთებთ.

- გოლის გატანის ეპიზოდში პოზიციას იდეალურად გრძნობდით?

- ასე მოხდა. ლუბენოვიჩმა შორეულ ძელთან კარგად ჩააწოდა, ტოტოვიცკიმ ბურთი “დააგდო” და გოლის გატანის მეტი არაფერი დამრჩენოდა.

- მოედანზე შესვლამდე ეს დაგავალეს?

- რა თქმა უნდა. მოედანზე შესვლამდე მწვრთნელმა ეს დამავალა. მისი დავალება შევასრულე, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა ავიღეთ.

0.117625