თამაშგარე

12:08 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამბავი ჯერმეინ დეფოს ტრფობისა და იორკშირის გორაკისა

გაზაფხულის გრილი საღამო იდგა, ანცი ნიავი ლაღად გაჰქროდა ბრიტანეთის ველებზე და საამოდ ელამუნებოდა ბრიტანელთა წითურ ქოჩრებსა და ჭორფლიან სიფათებს. ყველა საოცარ ხასიადზედ იდგა. მხოლოდ ერთი ადამიანი - შავად გახუხული ჯეელი იყო მოწყენილი. მას ქარათმიანი ასული უარყოფდა და კაი თელავური პანღურით ისტუმრებდა შინ.

მაგრამ დრო გავიდა, შავტუხა ბიჭი ცნობილი ინგლისელი ბურთის მაგორებელი – ჯერმეინ დეფო გახდა და ქერათმიანი გოგონაც სულ მალე მისი ცოლი გახდა და დღეს ეს წყვილი მთელს ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცოლ-ქმარია. რამდენიმე დღის წინ მათი შუღლებიდან 7 წელი გავიდა.

ჯერმეინ დეფოს ცოლი, დანიელა დეფო დიდი სიამითა და თვალების მილულვით იხსენებს იმ დროს როდესაც შავტუხა ჯერმეინს ეუბნებოდა: ჩემს გულს (სხეულის სხვა ადგილებზე რომ არაფერი ვთქვათ) იორკშირის გორაკიდანაც კი არ დაგანახებო. ჯერმეინი კი იტანჯებოდა და ოხრავდა. ახლა ეს დრო წარსულში დარჩა და იორკშირის გორაც დავიწყებას მიეცა...

0.156225