ფეხბურთი

0:56 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“წითელმა ეშმაკებმა” “დეზები” დაჩაგრეს

პრემიერლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლა და მარტივად დაამარცხდა, რითაც დიდი ნაბიჯი გადადგა ოთხეულში მოსახვედრად.

მასპინძლები თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-9 წუთზე მაიკლ კერიკის გადაცემის შემდეგ უგო ლორისს მარუან ფელაინიმ გაუტანა. ათ წუთში თავად კერიკმა მოახერხა თავური დარტყმით გატანა, ხოლო 34-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა უეინ რუნიმ თავის შანსი გამოიყენა და მესამედ დაამწუხრა ლორისი – 3:0. “იუნაიტედმა” 56 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. “წითელი ეშმაკები” მეორე ადგილოსან “მანჩესტერ სიტის” ორი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო “არსენალს” ქულით. სამაგიეროდ, ექვს-ექვსი ქულით ჩამოიტოვეს “საუთჰემპტონი” და “ტოტენჰემი”, “ლივერპულს” კი ხუთი ქულით უსწრებენ, რომელსაც დღეს “სუონსისთან” აქვს სათამაშო.

ლონდონის “ჩელსიმ” შინ “საუთჰემპტონი” მიიღო და ქულით დაკმაყოფილდა. ორივე გოლი შეხვედრის დებიუტში გავიდა, მე-11 წუთზე დიეგო კოშტამ თავური დარტყმით გაიტანა, ხოლო მე-19 წუთზე დუშან ტადიჩმა გაათანაბრა პენალტის ნიშნულიდან. გამარჯვების გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა მეკარეები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ – 1:1. “არისტოკრატები” ექვსი ქულით უსწრებენ “მანჩესტერ სიტის” და ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

დღის მესამე შეხვედრაში “ევერტონმა” “ნიუკასლს” უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თავის გამოჩენა მაკკარტიმ, ლუკაკუმ და ბარკლიმ მოახერხეს – 3:0.

ტური დღეს “ლიბერთი სთედიუმზე” გასამართი შეხვედრით დასრულდება, სადაც “სუონსი” “ლივერპულს” მიიღებს.

ჩელსი – საუთჰემპტონი 1:1 (1:1)


ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი (რამირესი 53), ფაბრეგასი, ოსკარი (რემი 82), ვილიანი (კუადრადო 83), აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

საუთჰემპტონი (4-2-3-1):
ფორსტერი, ფონტე, ალდერვეირელდი, კლაინი, ბერტრანი, ვანიამა, შნეიდერლენი, დევისი (უარდ-პროუსი 73), ტადიჩი (დურიჩიჩი 71), მანე, ლონგი (პელე 83).
მწვრთნელი: რონალ კუმანი

გოლები:
1:0 კოშტა (11), 1:1 ტადიჩი (19 პენ;).
გაფრთხილებები: მატიჩი, ივანოვიჩი, კეჰილი – მანე, ვანიამა, დურიჩიჩი
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 22(7)-12(5), ჯარიმა: 10-11, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-6

მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი 3:0 (3:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი, ვალენსია, კერიკი (რაფაელი 87), ერერა, ფელაინი (ფალკაო 83), იანგი, მატა (პერეირა 77), რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ტოტენჰემი (4-2-3-1):
ლორისი, დაიერი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, ბენტალები, მეისონი (ლამელა 64), თაუნსენდი (დემბელე 31), ჩადლი (ადებაიორი 79), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ფელაინი (9), 2:0 კერიკი (19), 3:0 რუნი (34).
გაფრთხილებები: მატა - როუზი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11(3)-5(1), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 5-4, სეივი: 1-0

ევერტონი – ნიუკასლი 3:0 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი, ალკარაზი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, გიბსონი, მაკკარტი (ბეშიჩი 86), ლენონი (ატსუ 85), ოსმანი, კონე, ლუკაკუ (ბარკლი 74).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ჯანმაატი, რ.ტეილორი, კოლბეკი, სისოკო, გუფრანი, ამეობი (კაბელია 58), ობერტანი (პერესი 46), რივიერი (გუტიერესი 62).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

გოლები: 1:0 მაკკარტი (20), 2:0 ლუკაკუ (56 პენ.), 3:0 ბარკლი (93).
გაფრთხილებები: ლენონი - რ.ტეილორი, სისოკო
გაძევება: კოლოჩინი 59.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 15(9)-12(4), ჯარიმა: 10-9, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 4-6

0.117979