ფეხბურთი

0:13 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თავსზემოთ დე ბრუინია

ბევრი იბრძოლა "ფრაიბურგმა", არაერთი კარგი შეტევაც განახორციელა, მაგრამ "ვოლფსბურგს" ვერაფერი დააკლო. კვლავ ლიდერის როლში მოგვევლინა ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, რომელმაც გოლი გაიტანა, პენალტიც მოინადირა და საგოლე პასიც გააკეთა. ბარაქალა "ვოლფსბურგს", თუ ამ ფეხბურთელს ზაფხულის შემდეგაც შეინარჩუნებს.

"ბაიერნის" ვარსკვლავები და დორტმუნდელი მარკო როისი რომ არ ჩავთვალოთ, დე ბრუინი ბუნდესლიგაში უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. უცნაურია, მაგრამ სამი გოლიდან ბას დოსტის ანგარიშზე ერთიც ვერ ჩაიწერა.

მესამე ადგილი დაიბრუნა "გლადბახმა", რომელმაც პატრიკ ჰერმანის დუბლით 2:0 მოუგო ბუნდესლიგის ყველაზე ინტერნაციონალურ გუნდს - "ჰანოვერში" 14 სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს. "გლადბახი" სავსეა ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელებით და ჰერმანიც მათ შორისაა. ამ ნახევარმცველს სეზონში უკვე 8 გოლი დაუგროვდა.

ვოლფსბურგი - ფრაიბურგი 3:0 (1:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, კლოზე, კნოხე, ტრაში, როდრიგესი, კალიჯური (შიურლე 83), გულავოგი, ლუის გუსტავო, დე ბრუინი, ვიერინია (არნოლდი 79), დოსტი (ბენდტნერი 79)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი, მიტროვიჩი, რიტერი, ზორგი, ტორეხონი (ჰონი 46), დარიდა (ჰოლფერი 46), ფრანტცი, კლაუსი (დანი შაჰინი 84), მეჰმედი, შმიდი

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 2:0 როდრიგესი (78 პენ), 3:0 არნოლდი (84)

გაფრთხილება: ტორეხონი (18)

მსაჯი: შტეგემანი

ბურთის ფლობა: 52-48, დარტყმა: 25 (8) - 16 (5), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-5, ჯარიმა: 9-14

გლადბახი - ჰანოვერი 2:0 (1:0)

გლადბახი: ზომერი, დომინგესი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი, თორგან აზარი (ჯონსონი 80), ჰერმანი (ტრაორე 88), კრამერი, ჯაკა, რაფაელი, მაქს კრუზე (ჰანი 84)

მწვღთნელი: ლუსიენ ფავრი

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, ჟოაო პერეირა, სალიფ სანე, შულცი, კიოტაკე, პრიბი (ია კონანი 77), შმიდებახი (ანდრეასენი 66), ხოსელუ, ბრიანი

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 1:0, 2:0 ჰერმანი (43, 75)

ბურთის ფლობა: 60-40, დარტყმა: 23 (7) - 7 (1), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-5, ჯარიმა: 14-15

0.105291