კალათბურთი

23:01 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმიანობის შემდეგ მოედანს გასულ კვირას დაუბრუნდა, გუშინ კი ვთბ-ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს სასტარტო ხუთეულშიც გამოჩნდა.

რუსულმა გრანდმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” შანსი არ დაუტოვა და 102:86 დაამარცხა, მარკოიშვილმა კი 22:07 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი პაველ კორობკოვი და საშა კაუნი იყვნენ, რომელთაც 18-18 ქულა ჩააგდეს, ზედმეტი ლეგიონერის რანგში კი ამჯერად სერბი მილოშ ტეოდოსიჩი აღმოჩნდა, რომელიც ბერძენმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა განაცხადში არ შეიყვანა.

მოსკოველებს 22 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდათ და ვთბ-ლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ. მარკოიშვილის კლუბს ტურნირზე მორიგი მატჩი 23 მარტს კრასნოიარსკში, “ენისეისთან” ელის.

0.113915