არის რაღაცეები, რაზეც მამაკაცები იშვიათად ფიქრობენ და იშვიათად იწუხებენ მსგავსი თემების განსჯით თავს. ასეთ საკითხებში ქალბატონები ბევრად კომპეტენტურები არიან და ეს მარტივი აქსიომა ცნობილ და საყოველთაოდ პოპულარულ ადამიანებზეც ვრცელდება.
წარმოგიდგენიათ, ლეო მესიმ რომ დაიწყოს საქორწინო ადგილის შერჩევა და საცოლის საპატარძლო კაბის არჩევაზე მოცდეს? ხომ რთულად წარმოსდგენია? ჰოდა, რაკი ბოლოს და ბოლოს დაადგა საშველი მესისა და ანტონელა როკუზოს ქორწინების ამბავს, ყველა საკითხის დეტალურად მოგვარება საკუთარ თავზე ლეოს გულისსწორმა აიღო.
როგორ იცით, ანტონელა ლეოსგან მეორე შვილს ელოდება და ლეომაც საყვარელი ქალის ქორწილით დასაჩუქრება გადაწყვიტა. ქორწილი ამ ზაფხულს ვენეციაში შედგება. ლეო მესის სურს, რომ წვეულება გრანდოიზული იყოს და ვენეციის საუკეთესო რესტორანი დახურონ.
მე თქვენ გეტყვით და, გაუჭირდება ამის გაკეთება...