"ბაიერნმა" თითქოს მშვენიერ ფორმაში მყოფ "ვერდერსაც" დაუმტკიცა, რომ როცა ისინი ჩამოდიან, მშვენიერ ფორმაში ყოფნა არ შველის. მართალია, "მუსიკოსებს" რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ მეგოლე დი სანტოს ჩათვლით, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლას გუნდიც საკმაო დანაკლისით თამაშობდა: კარგა ხნის ტრავმირებულებს რომ თავი დავანებოთ, მინდორზე არ იყვნენ ნოიერი, რობენი, რიბერი და ჩაბი ალონსო. მიუხედავად ამისა, 0:4.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა თომას მიულერმა და ლამაზ გოლთან ერთად, ორი საგოლე პასიც მიითვალა. დავიდ ალაბა ბოლო დროს საჯარიმოების კარგად შესრულებას დაეჩვია და ამჯერადაც გაიტანა. და კიდევ, ლევანდოვსკიმ დუბლი ჩაიწერა.
მიუნხენელთავის კარგი ამბავია ფილიპ ლამის დაბრუნება. მან ბოლო წუთებში ითამაშა.
"დორტმუნდი" ისევ გაჩერდა და კინოფილმ "ნატვრის ხე"-ში ცნობილი ფრაზა გაგავახსენდა: "შემოულაწუნე. ისევ გაშტერდა, მამაო". იურგენ კოპის გუნდი სუსტად გამოიყურებოდა და შტურმი ვერ მოუწყო "კიოლნს", რომელიც ამ სეზონში საკმაოდ ორგანიზებული გუნდია.
"ჰამბურგმა" "ჰოფენჰაიმთან" გასვლაზე 0:3 რომ წააგო, დიდწილად მეკარე დრობნის გაძევების ბრალია. დრობნის მიერ შიპლოკის წაქცევას პენალტი და წითელი მოჰყვა. ის პენალტი ეუჟენ პოლანსკიმ გოლად აქცია, იმავ პოლანსკიმ ბოლოს მეორე გაიტანა, საქმე კი რუდის მესამე გოლმა დაასრულა. "ჰამბურგს" ცუდად აქვს საქმე, საშიშ ზონას ვერა და ვერ სცილდება.
"მაინცმა" სტუმრად 2:0 აჯობა ყოჩაღ "აუგსბურგს" და ორივე გოლი აზიელებმა, იაპონელმა ოკაზაკიმ და კორეელმა კუმ გაიტანეს. საერთოდაც, "მაინცი" თამაშის ხარისხით მიხედვით ცხრილში გაცილებით ზემოთ ყოფნას იმსახურებს.
ჩემპიონთა ლიგიდან გმირულად გავარდნილმა "შალკემ" ძლივს გადაარჩინა ქულა ბერლინში - 2:2. ბოლო წუთზე ჟოელ მატიპმა გაიტანა.
ვერდერი-ბაიერნი 0:4 (0:2)
ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი, გარსია, პრიოდლი, ვესტერგარდი, ბარგფრედე, ბარტელსი (ფელიქს კროოსი 90), იუნუზოვიჩი, ოზთუნალი (ჰაიროვიჩი 63), გაბრე სელასი, ზელკე
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
ბაიერნი: რეინა, ალაბა, ბერნატი, ბენატია, ბოატენგი (დანტე 83), როდე, რაფინია (ვაიზერი 86), გიოტცე (ლამი 82), შვაინშტაიგერი, მიულერი, ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
გოლები: 0:1 მიულერი (24), 0:2 ალაბა (45), 0:3, 0:4 ლევანდოვსკი (75, 90+2)
გაფრთხილება: რაფინია (29), ბენატია (62), პრიოდლი (62), იუნუზოვიჩი (66), გარსია (67), ბოატენგი (67)
მსაჯი: კინჰოფერი
ბურთის ფლობა: 33-67, დარტყმა: 6 (3)-13 (7), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 3-3, ჯარიმა: 19-15
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 3:0 (1:0)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, პოლანსკი (სალიჰოვიჩი 88), ფირმინო (შალაი 85), რუდი, შვეგლერი, შტრობლი, ფოლანდი, შიპლოკი (ელიონუსი 79)
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ოსტრჟოლეკი (ჰოლტბი 80), რაისი, ვესტერმანი (კაჩარი 70), გუაიდა (ადლერი 22), ბეჰრამი, ილიჩევიჩი, ჟირაჩეკი, შტიბერი, ოლიჩი
მწვრთნელი: იენს ცინბაუერი
გოლები: 1:0, 2:0 პოლანსკი (22 პენ, 81), რუდი (87)
გაფრთხილება: შვეგლერი (56), ილიჩევიჩი (75), ჟირაჩეკი (81)
გაძევება: დრობნი (20)
მსაჯი: პერლი
ბურთის ფლობა: 62-38, დარტყმა: 20 (7)-10 (3), კუთხური: 9-6, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 19-17
ჰერტა-შალკე 2:2 (1:1)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლუსტენბერგერი (ჰარაგუჩი 70), ბრუქსი, ლანგკამპი, ბენ-ჰატირა (სიგერჩი 60), შკილბრედი (ნიმაიერი 77), პლატენჰარდტი ბერენსი, შტოკერი, კალუ
მწვრთნელი: პალ დარდაი
შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ფუხსი, ბარნეტა, ჰიოგერი, მაქს მაიერი (გორეცკა 57), სანე (კევინ-პრინს ბოიატნეგი 80), ნოიშტადტერი, ჰუნტელაარი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
გოლები: 1:0 ბენ-ჰატირა (21), 1:1 სანე (40), 2:1 ჰარაგუჩი (81), 2:2 მატიპი (90)
გაფრთხილება: ბენ-ჰატირა (21), ფუხსი (50), შკილბრედი (55), ჰიოვედსი (85), ნიმაიერი (89)
მსაჯი: ვაინერი
ბურთის ფლობა: 37-63, დარტყმა: 13 (7)-12 (5), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 19-17
აინტრახტი-პადერბორნი 4:0 (2:0)
აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, მადლუნგი ოცზიპკა, სამბრანო (ანდერსონი 80), აიგნერი, ინუი, ჰასებე, ალექსანდრ მაიერი, შტენდერა (ფლუმი 70), სეფეროვიჩი (ვალდესი 74)
მწვრთნელი: თომას შააფი
პადერბორნი: ლუკას კრუზე, ჰარტჰერცი, ჰაინლოთი, ჰანემაიერი, შტროდიკი, ბაკალორცი, კოჩი (რუპი 58), მეჰა, ვრანჩიჩი, კუჩკე (ლაკიჩი 46), საგლიკი (კაჩუნგა 46)
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
გოლები: 1:0 მაიერი (27), 2:0 შტენდერა (42), 3:0 აიგნერი (55), ვალდესი (82)
გაფრთხილება: შტენდერა (15), შტროდიკი (24), კოჩიუ (25), კუჩკე (45), ჰანემაიერი (58), ვალდესი (82), ლაკიცი (84), კაჩუნგა (89)
მსაჯი: ვინკმანი
ბურთის ფლობა: 61-39, დარტყმა: 11 (6)-8 (3), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-2, ჯარიმა: 13-23
აუგსბურგი-მაინცი 0:2 (0:1)
აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაიერი, ფოილნერი, კორი (ჰუობერგი 55), ვერნერი, ბობადილია, ჯი (კაიუბი 46), ალტინტოპი (პარკერი 78)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, ბუნგერტი, პარკი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლაზისი (ხარა 63), გაისი, ჰოფმანი (კუ 21), მალი (სოტო 90), ოკაზაკი
მწვრთნელი: მარტინ შმიდტი
გოლები: 0;1 ოკაზაკი (32), 0:2 კუ (89)
გაფრთხილება: არ ყოფილა
მსაჯი: კირხერი
ბურთის ფლობა: 56-44, დარტყმა: 13 (2)-12 (7), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 4-3, სეივი: 5-2, ჯარიმა: 22-13
დორტმუნდი-კიოლნი 0:0
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, კელი, კაგავა (კამპლი 61), გიუნდოგანი, მხითარიანი (ბლაშჩიკოვსკი 61), როისი, ობამეიანგი (იმობილე 76)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
კიოლნი: ჰორნი, ჰექტორი, მარო, მავრაი, ოლკოვსკი, ლემანი, პეშკო (სვენტო 83), რისე (ბრეჩკო 90+1), დეივერსონი (ოსაკო 75), ფიოგტი, უჯა
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
გაფრთხილება: ობამეიანგი (71), შმელცერი (85)
მსაჯი: შმიდტი
ბურთის ფლობა: 63-37, დარტყმა: 10 (5)-7 (2), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 13-5