ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურში მეორე ადგილისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა, რაც “მანჩესტერ სიტის” წაგებამ განაპირობა. მანუელ პელეგრინის გუნდი “ტურფ მურზე” სათამაშოდ ჩავიდა და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ “ბარნლისთან” დამარცხდა.
“ქალაქელები” 90 წუთის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი აქეთ გაუშვეს. 61-ე წუთზე ბოიდმა შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა – 1:0. “სიტი” ლიდერ “ჩელსის” 5 ქულით ჩამორჩება, რომელსაც ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. სამაგიეროდ, “არსენალს” ქულითღა უსწრებს და დიდი შანსია, რომ “ქალაქელებს” ტურის დასრულების შემდგომ სხვა კლუბებიც მიუახლოვდნენ.
“სიტის” წაბორძიკებით ისარგებლა “არსენალმა”, რომელმაც ლონდონურ დერბიში შინ გაანადგურა “ვესტ ჰემი”. მასპინძლებმა პირველი ნახევარი ოლივიე ჟირუს გოლით მოიგეს, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა გატანა. მეორე ტაიმში “ჩაქუჩების” კარის აღება რემსიმ და ფლამინიმ მოახერხეს – 3:0.
ტიმ შერვუდის ხელი დაეტყო “ასტონ ვილას”, რომელმაც ზედიზედ მეორედ იმარჯვა პრემიერლიგაში და გასავარდ ზონას ოდნავ მოშორდა. ბირმინგემელებმა ბენტეკესა და აგბონლაჰორის დუბლით გასვლაზე “სანდერლენდი” გაანადგურეს – 0:4.
კრისტალ პალასი – ქპრ 3:1 (3:0)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, კელი, მაკარტური, ლედლი, პანჩონი (გაილი 56), ზაჰა (მარიაპა 57), ბოლასი, მურეი (სანოგო 80).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ქპრ (4-4-1-1): გრინი, ონიოჰა, კოლკერი, იუნი, ფურლონგი (ჰილი 46), სანდრო (კრანჩარი 85), ჰენრი, რაიტ-ფილიპსი (კოქსი 85), მ.ფილიპსი, ტაარაბტი, ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი
გოლები: 1:0 ზაჰა (21), 2:0 მაკარტური (40), 3:0 იარდი (42), 3:1 მ.ფილიპსი (83).
გაფრთხილებები: მურეი – ჰენრი, სანდრო, ონიოჰა
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 15(4)-11(4), ჯარიმა: 17-16, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-1
ლესტერი – ჰალი 0:0
ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-1-4-1): შვარცერი, მორგანი (ნუჯენტი 84), აპსონი, შლუპი, დე ლაეტი (ლაურენსი 76), ჰუტი, ჯეიმსი, კამბიასო, ვარდი, მაჰრეზი, კრამარიჩი (ულოა 61).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი, ბრიუსი, დოუსონი, მაკშეინი, გ.რამირესი (ა.ერნანდესი 85), ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ელმოჰამედი, რობერტსონი (მეილერი 79), იელავიჩი (ქუინი 78), ნ’დოიე.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გაფრთხილებები: ჰადლსტოუნი, რობერტსონი, დოუსონი, ბრიუსი, ნ’დოიე
გაძევება: ჰადლსტოუნი 72.
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15(3)-12(5), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 5-3
სანდერლენდი – ასტონ ვილა 0:4 (0:4)
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ოში, ბრაუნი, რეველიერი, ვან აანჰოლტი, ბრიდკუტი, ლარსონი, როდუელი, ს.ფლეტჩერი (გრემი 83), რ.ალვარესი (ვიკჰემი 46), დეფო.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი, კლარკი (სანჩესი 64), ოკორე, ბაკუნა, ლოუტონი, კლევერლი, დელფი, ნ’ზოგბია (ვაიმანი 79), სინკლერი, აგბონლაჰორი, ბენტეკე (მერფი 83).
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლები: 0:1;0:4 ბენტეკე (16;44), 0:2;0:3 აგბონლაჰორი (18;37).
გაფრთხილებები: ბრიდკუტი – ბაკუნა
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 12(2)-14(8), ჯარიმა: 10-9, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-2
ვესტ ბრომვიჩი – სტოკი 1:0 (1:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი (მაიჰილი 56), ლესკოტი, მაკოლი, ბრანტი, დოუსონი, გარდნერი, დ.ფლეტჩერი, სესენიონი, მორისონი, ბრაუნი (ოლსონი 90), ბერაჰინო (ბეირდი 95).
მწვრთნელი: ტონი პულისი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, პიტერსი (კამერონი 46), ბერდსლი, ნ’ზონზი, ველანი, ადამი, მოზესი (არნაუტოვიჩი 58), უოლტერსი (დიუფი 68), კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლი: ბრაუნი 19.
გაფრთხილებები: მაიჰილი – უილსონი, დიუფი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 14(5)-9(2), ჯარიმა: 7-16, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-4
არსენალი – ვესტ ჰემი 3:0 (1:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, მერტესაკერი, ჩემბერსი, მონრეალი, რემსი, კოკლენი, ოზილი (ფლამინი 83), უოლკოტი (კასორლა 72), სანჩესი (უელბეკი 65), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კუაიტე, კოლინსი, ო’ბრიენი, კრესველი, სონგი, ნობლი (ნენე 82), იარვისი (ამალფიტანო 75), ნოლანი, დაუნინგი, სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 ჟირუ (45+1), 2:0 რემსი (81), 3:0 ფლამინი (84).
გაფრთხილებები: სანჩესი – სახო
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 19(9)-7(1), ჯარიმა: 10-9, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-6
ბარნლი – მანჩესტერ სიტი 1:0 (0:0)
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, დაფი, მი, შაკელი, ტრაიპერი, არფილდი, ჯონსი, ბარნსი, ბოიდი, ინგსი, ვოკსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდინიო, ტურე, სილვა (იოვეტიჩი 74), ნავასი, აგუერო, ჯეკო (ბონი 63).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლი: ბოიდი 61.
გაფრთხილებები: მი, დაფი – დემიჩელისი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 10(4)-21(5), ჯარიმა: 6-9, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 5-3