მცხეთაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე, “ვიტ ჯორჯიასა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველივე წუთზე ვიტელთა ნახევარმცველმა ნიკოლოზ მაისურაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ერთადერი გოლი კი შეხვედრის 74-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა და იმერლებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა თენგიზ კობიაშვილს, რომელმაც გუნდი რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა.
ამ გამარჯვებით ქუთაისელები გასავარდნ ზონას სამი ქულით დაშორდნენ და ამჟამად 21 ქულით 12 ადგილზე იმყოფებიან. ვიტელები კი ცხრილის ბოლო ადგილზე 13 ქულით არიან და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 8 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდებათ.
მომდევნო შეხვედრას “ტორპედო” შინ ევროსაგზურის მაძიებელ “ცხინვალთან” გამართავს, ხოლო “ვიტ ჯორჯია” ქობულეთში “ჩელე არენაზე” სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერ ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება.
14 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.
ვიტ ჯორჯია – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კალანდია (დანელია 59), ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, თათხაშვილი, დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია (ხვისტანი 75), დემეტრაშვილი, საბაძე, ლობჯანიძე (დადიანი 65).
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
ტორპედო: შეყრილაძე, კანკია (ზივზივაძე 69), ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ქებაძე (ბაბუნაშვილი 59), ჭელიძე, კლიმიაშვილი, კირკიტაძე (ჩიკვილაძე 79), ტუღუში, საბანაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლი: 0:1 შოთა ბაბუნაშვილი (74)
თერთმეტმეტრიანი 1-ელ წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ ვერ გამოიყენა
გაფრთხილება: ლევან საბაძე (25) - რომეო კანკია (59)
მთავარი მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე