რაგბი

17:46 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო რუსეთს ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩს მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში "ჯვაროსნების" სასარგებლოდ გახლავთ - 6:0.

ქართველთაგან თავი მერაბ კვირიკაშვილმა ორი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. რუსეთის ნაკრებს მატჩში დაწინაურების შანსი ჰქონდა, თუმცა სამი საჯარიმო არაზუსტად შეასრულეს.

0.123024