ფეხბურთი

17:17 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამომ” ლიდერობა დაიბრუნა

შაბათს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის ხუთი მატჩი გაიმართა, რომელმაც ლიდერები თავ-თავის ადგილებზე დააბრუნა.

“დინამომ” ქობულეთში ლაშა პარუნაშვილის გოლით იმარჯვა და კვლავ პირველ ადგილზეა. გორში “დილამ” “ზუგდიდი” 4:0 გაანადგურა და ლიდერს კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება. ამ მატჩში ჰეთ თრიქი მიითვალა ნიკა კვეკვესკირმა.

“ტორპედომ” 27 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. ამასობაში კი 12 ტური მიილია.

პარასკევს ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ვაკეში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ”ცხინვალმა” უშუალო კონკურენტ “სამტრედიას” 2:1 მოუგო და მეოთხე ადგილზე აინაცვლა. ეს ცხინვალელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.

მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო ბათუმის ”დინამომ.” ზღვისპირელებმა ამჯერად სტუმრად ”მერანი” დაამარცხეს და ცოტა ხნით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ, თუმცა კვირას ყველაფერი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

გაზაფხულზე პირველად გაიმარჯვა ”ზესტაფონმა.” მარგველებმა ბოლნისის ”სიონს” სძლიეს.

13 მარტი

ცხინვალისამტრედია 2:1 (0:0)

1:0 ლაშა შინდაგორიძე (17), 1:1 ლევან კაკუბავა (30), 2:1 რატი ცაწკრიალაშვილი (57)

მერანი (მარტვილი) – დინამო (ბათუმი) 1:2 (1:0)

1:0 ლევან გეგეჭკორი (38), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (65), 1:2 გიორგი ქავთარაძე (89)

ზესტაფონისიონი (ბოლნისი) 4:2 (2:1)

0:1 დათა სიჭინავა (6), 1:1, 2:1 ირაკლი სიხარულიძე (10, 27), 3:1 ოთარ ხიზანეიშვილი (60) , 4:1 გიორგი ილურიძე (71),4:2 გიორგი ცხადაია (89)

14 მარტი

შუქურა (ქობულეთი) –დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

0:1 ლაშა პარუნაშვილი (18)

დილა (გორი) – ზუგდიდი 4:0 (2:0)

1:0, 2:0, 3:0 ნიკა კვეკვესკირი (25, 39, 75), 4:0 მიხაილ გორელიშვილი (80)

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

კოლხეთი (ფოთი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:1)

0:1 ალექსანდრე კოშკაძე (20)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

0:1 შოთა ბაბუნაშვილი (77)

1. დინამო თბ 19 12 2 5 32:17 38
2. დილა გორი 19 11 4 4 29:15 37
3. დინამო ბთ 19 11 3 5 24:15 36
4. ცხინვალი 19 10 3 6 20:23 33
5. სამტრედია 19 9 4 6 22:15 31
6. გურია 19 7 7 5 19:25 28
7. ჩიხურა 19 7 6 6 21:21 27
8. მეტალურგი 19 6 6 7 19:19 24
9. შუქურა 19 6 6 7 18:19 24
10. ზესტაფონი 19 5 8 6 37:30 23
11. მერანი 19 5 7 7 15:17 22
12. ტორპედო 19 4 9 6 20:21 21
13. კოლხეთი 19 5 6 8 15:20 21
14. ზუგდიდი 19 4 6 9 10:23 18
15. სიონი 19 4 5 10 17:29 17
16. ვიტ ჯორჯია 19 3 4 12 16:25 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარკვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია),Lლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.116676