“ბარსელონას” და არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლეო მესიმ მოახლოებულ “კოპა ამერიკაზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინა აღნიშნული ტურნირის ფავორიტი არაა.
“ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია, საბოლოო გამარჯვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ჩვენ გვაქვს დამატებითი მოტივაცია “კოპა ამერიკზე”, თუმცა ამ ტურნირის ფავორიტი არგენტინა არ არის. მთავარი ფავორიტები ბრაზილია, კოლუმბია და ურუგვაი იქნებიან”- მესის სიტყვებს A Bola ციტირებს.
2015 წლის “კოპა ამერიკას” ჩილე უმასპინძლებს, ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდება.