ფეხბურთი

15:01 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

როსის “რეალის” კარში გატანილი არ დაავიწყდება

ფლორენციის “ფიორენტინას” 27 წლის თავდამსხმელი ჯუზეპე როსი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, იტალიურ ტელეკომპანია “რაი”-ს საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. როსის თქმით, მის კარიერაში დაუვიწყარი მომენტია ჯანლუიჯი ბუფონის კარში გატანილი სამი გოლი, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის მიზეზად უთამაშებლობა დაასახელა.

“მანჩესტერიდან” იმიტომ წავედი, რომ ცოტას ვთამაშობდი. “სანდერლედთან” გატანილი გოლი მოულოდნელობა იყო, მაგრამ უფრო ხშირად თამაში მსურდა. ასე აღმოვჩნდი “პარმაში”.

“შემდეგ იყო “ვილიარეალი”. კარგად მახსენდება ჩემი სადებიუტო გოლი ესპანეთში. “რეალს” გავუტანე. კანავარო მოვატყუე, დავარტყი და კასილიასის კარი ავიღე. ჩემთვის დაუვიწყარი ეპიზოდია.

არასდროს დავივიწყებ “იუვენტუსთან” 4:2 მოგებულ მატჩს. 0:2 ვაგებდით, შემედეგ 1:2, 2:2.. სამი გოლი გავიტანე, უდიდესი, წარმოუდგენელი ემოცია იყო. მახსოვს, თამაშის შემდეგ ხალხი ტიროდა”, - ამბობს როსი.

აღსანიშნავია, რომ როსი ტრავმის გამო წლეულს მოედანზე არ გასულა. მისი მწვანე მინდორზე დაბრუნება მარტის ბოლოსკენაა ნავარაუდები.

0.127838