კალათბურთი

1:09 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი მოედანს “ანადოლუ ეფესთან” მატჩში დაუბრუნდა

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-10 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ სტამბოლის “ანადოლუ ეფესი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 88:83 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი ტრავმის მოშუშების შემდეგ, მოედანზე პირველად გამოჩნდა და მოედანზე 8:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 სამქულიანი ააცილა, აქტივში თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა ჰქონდა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსული გრანდის სერბი უკანახაზელი მიოლოშ ტეოდოსიჩი გახდა, რომელმაც 20 ქულა და 9 პასი მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ცსკა-მ F ჯგუფში 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და მე-2 ადგილზე იმყოფება. 19 მარტს მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელები მალაგას “უნიკახას” ესტუმრებიან.

0.134211