გამოვლინდა საქართველოს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ჩემპიონატის ფინალისტები. გუშინ დასრულებული პირველი ლიგის გათამაშებიდან ჩემპიონატში 10 ადგილი გადიოდა.
9-დან 8 ქულა დააგროვა და ბიჭუნათა შორის საუკეთესო იყო ლუკა ფირცხალავა. ქულით ნაკლები დააგროვეს გიორგი ჯიქიამ და გიორგი ხათაშვილმა.
მათ გარდა ფინალის საგზურები მოიპოვეს დავით სიბაშვილმა (7 ქულა), გიორგი გოროხოვმა (6.5), ილია კავკასიძემ (6.5), ნიკოლოზ გაგნიძემ (6.5), იოანე ფაღავამ (6.5), ალექსანდრე ყორღანაშვილმა (6.5) და გიორგი ჭელიძემ (6).
გოგონათა შორის 7.5 ქულით ანა მამარდაშვილმა იპირველა. 7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს: მარიამ გვათუამ და სალომე ბეიტრიშვილმა.
დასახელებული სამეულის გარდა ფინალში იასპარეზებენ: თამარ თასოშვილი (6 ქულა), ელენე კაჭახიძე (6), მართა ქათამაძე, ანა ზღუდაძე, ლენა კვიცინაძე (ყველა 5.5 ქულა), ლიზი ფოჩხუა და თამარ როგავა (ორივე 5 ქულა).