მადრიდის “რეალის” იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი იტალიურ გამოცემა “გაზეტა დელო სპორტს” ესაუბრა. ანჩელოტიმ წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა იმ “ოქროს ბურთის” მფლობელ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მას გაუწვრთნია.
“პირველი დიდი გამარჯვება 2003 წელს მანჩესტერში მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახლდათ. ეს გარდამტეხი მომენტი იყო.
პურუჯაში დაკარგული სკუდეტო? – არაფრის შეცვლა შემეძლო. ყველაფრის ბატონ-პატრონი ცუდი ამინდი იყო.
სტამბულის ფინალი? – მახსოვს, მოთამაშეებს ბევრჯერ ვუთხარი, რომ არ მოდუნებულიყვნენ, რადგან თამაში დამთავრებული ჯერ კიდევ არ იყო. მე ვფიქრობ, ცეცხლოვანი 15 წუთისთვის მზად ვიყავით...
“ოქროს ბურთის” საუკეთესო მფლობელი? – ყოველთვის ვამბობდი, რომ ზიდანი ერთობოდა ვარჯიშებზე, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ ერთობა თამაშებზე, გააქვს ყოველთვის...