ხუთშაბათს უეფას ევროპის ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ესპანურ დერბიში, სადაც “ვილიარეალმა” “სევილიას” უმასპინძლა, აღნიშნული ტურინირის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა.
“ელ მადრიგალზე” “სევილიელი დალაქების” ფეხბურთელმა ვიტოლომ თავის გამოჩენა მატჩის დაწყებიდან 13 წამში მოახერხა და ორი წამით გააუმჯობესა ათენის “აეკის” მოთამაშის ისმაელ ბლანკოს მიერ 2009 წელს დაფიქსირებული შედეგი.
მთლიანად ევროტურნირების არსებობის განმავლობაში კი ყველაზე სწრაფი გოლი ჰოლანდიელ როი მაკაის აქვს გატანილი, რომელმაც 2007 წელს, მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში მადრიდის “რეალს” თამაშის დაყებიდან მეათე წამზე გაუტანა.
ევროპის ლიგის ყველაზე სწრაფი გოლების მოწინავე ხუთეული კი შემდეგნაირია:
ვიტოლო (“ვილიარეალი” – “სევილია” 1:3) – 13.21 წამი, 12/03/2015
ისმაელ ბლანკო (“აეკ” – “ბატე” 2:2) – 15.19 წამი, 05/11/2009
კეიტა ბალდე (“ლუდოგორეცი” – “ლაციო” 3:3) – 16.88 წამი, 27/02/2014
ხუან მატა (“ვალენსია” – “ბრიუგე” 3:0) – 18.18 წამი, 25/02/2010
სერხიო აგუერო (“სიტი” – “პორტუ” 4:0) – 19.19 წამი, 22/02/2012
შედეგებში გათვალისწინებული არაა უეფას თასის მონაცემები.