ფეხბურთი

15:39 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფორლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

იაპონური გუნდის “სერეზო ოსაკას” 35 წლის თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

ფორლანს ეროვნულ გუნდში დებიუტი ვიკტორ პუას თავკაცობის დროს 2002 წლის 27 მარტს ჰქონდა, როდესაც სენეგალს ამხანაგურ შეხვედრაში გოლიც კი გაუტანა. სულ ეროვნულ გუნდში დიეგომ 112 შეხვედრა ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

2010 წლის მუნდიალზე საფრანგეთთან, სამხრეთ აფრიკასთან და განასთან დაპირისპირებებში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ ტურნირზევე ფორლანი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. ურუგვაელი მუნდიალის საუკეთესო ნაკრებშიც შეიყვანეს. აღნიშნული ტიტულები კი სამხრეთამერიკელმა 31 წლის ასაკში მოიპოვა.

0.120008