იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგული “მონაკოდან” კოლუმბიელი თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს შეძენას ეცდება.
ფალკაო, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობს, “ოლდ ტრაფორდზე” დიდად ვერ ბრწყინავს. “მანკუნიანელები” კი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებენ.
29 წლის სამხრეთამერიკელმა “იუნაიტედის” შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 17 შეხვედრაში მხოლოდ 4-ჯერ გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მასსა და ლუის ვან გაალს შორის დალაგებული ურთიერთობა არ სუფევს.