თამაშგარე

10:15 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭორების მსხვერპლი სლოვაკი მოდელი

ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანს უბრალოდ თანამემამულესათვის გვერდში დგომა და მხარდაჭერა სურს, მაგრამ ამას ”ყვითელი” მედია სულ სხვანაირად იგებს და ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთობ ბანალურ ჭორებამდე დადის, რითაც ბულვარული მედია მთელს მსოფლიოშია ნასაზრდოები.

მაგალითად, სლოვაკი ტოპ-მოდელი, ვიქტორია სეკრეტის სახე, ზიტა გალგოციოვა ჩვენებებზე იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში იმყოფებოდა. მის ნეაპოლში ჩასვლას, ადგილობრივი “ნაპოლის” ერთ-ერთი საშინაო შეხვედრა დაემთხვა. ზიტამ გადაწყვიტა “სან პაოლოს” სტადიონზე მისულიყო და მისი თანამემამულესათვის, მარეკ ჰამშიკისთვის დაეჭირა მხარი.

და მერე რა მოხდა? მერე მოხდა ის, რომ აპენინურმა ბულვარულმა პრესამ ეს ამბავი მყისვე აიტაცა და ზიტა გალგოციოვა უმალ მარეკის საყვარლად გამოაცხადა. მოდელი კი ირწმუნება, რა სიყვარული, რის ტრფობა, ჰამშიკს ახლოსაც კი არ ვიცნობო, მაგრამ “ყვითელ” მედიას დაუმტკიცებ რამეს? თან ეს ზიტაც ისეთი მშვენიერი ქალია, ჭორები სულ თავისით აგონდება სკანდალებზე მონადირე კაცს...

0.163767