ფეხბურთი

1:30 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლი” კამარასათი დაინტერესდა

ინგლისური “ნიუკასლი” ესპანური “ლევანტეს” ნიჭიერი ნახევარმცველით ვიქტორ კამარასათი დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Mirror–ი.

20 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგად ასპარეზობს და ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა. კამარასას “ლევანტესთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, თუმცა ვალენსიურ კლუბს ფინანსურად უჭირს და კარგი წინადადების შემთხვევაში, მის გაყიდვაზე დაფიქრდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლი” მზადაა ვიქტორში 7 მილიონი ევრო გაიღოს.

“კაჭკაჭების” გარდა, ნიჭიერი მოთამაშით “სევილია” და იტალიური კლუბები ინტერესებიან.

მიმდინარე სეზონში კამარასამ “ლევანტეს” მაისური 20-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა განახორციელა.

0.113691