საქართველოს წყალბურთელთა 1998-1999 წლიანთა ნაკრები ავსტრიულ გრაცში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურში ჩაება და პირველ ტურში თურქეთთან 9:18 დამარცხდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ასეთია: 13 მარტს – მოლდოვასთან და სლოვაკეთთან, 14-ში – ავსტრიასთან, ხოლო 15-ში – ბულგარეთთან.
ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი 2015 წლის ევროპის თამაშებში ასპარეზობის უფლებას მიიღებს, რომელიც 12-21 ივნისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდება.