მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი მარცხენა მცველი კრისტიან ანსალდი დაუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
28 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა. ანსალდიმ ბოლოს 30 ნოემბერს ითამაშა. მას შემდეგ მისი დაბრუნება რამდენჯერმე იყო დაგეგმილი, თუმცა არგენტინელს ტრავმის რეციდივი განუვითარდა და სამ თვეზე მეტხანს იუქმა. იმ შემთხვევაში, თუ დიეგო სიმეონე საჭიროდ ჩათვლის, ანსალდის შაბათს “ესპანიოლის” წინააღმდეგ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანი “ზენიტის” საკუთრებაა და “როხიბლანკოში” იჯარით თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 11 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.