“ატალანტას” მეკარის მარკო სპორტიელოს დამატება “ლივერპულს” სურს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ თემაზე 22 წლის იტალიელი აპენინელ ჟურნალისტებს ესაუბრა:
“ლივერპული” უდიდესი გუნდია. ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
“ატალანტაში” ყოფნით ბედნიერი ვარ, აქ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გავატარა და გასულ თვეებში, მას შემდეგ რაც სერია A-ში სისტემატური თამაში დავიწყე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა”.
სპორტიელო “ატალანტას” ძირითად მეკარედ მიმდინარე სეზონში იქცა. 26 მატჩში მის ანგარიშზე 95 სეივია.