ფეხბურთი

15:45 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ატლეტიკოს” კამაჩოს დაბრუნება სურს

როგორც ესპანური AS იუწყება, მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელი ნახევარმცველის იგნასიო კამაჩოს დამატება სურს. ესპანური კლუბის არგენტინელ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს კამაჩოს შეძენა გასულ ზაფხულშიც სურდა, რაც ზემოთხსენებულ ესპანურ გამოცემასთან საუბარშიც დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, კამაჩოს მიმართ დაინტერესებას ასევე გამოხატავენ ინგლისური კლუბები “ტოტენჰემი,” “არსენალი” და ”ლივერპული”.

24 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა მადრიდის “ატლეტიკოში” დაიწყო, 2011 წელს კი “მალაგაში” გადავიდა. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები ცდილობენ მოთამაშის დაბრუნებას, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2019 წელს უმთავრდება.

0.114888