საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან ველსის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 381 235 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლამდე ცოტა დააკლდა.
BNP Paribas Open-ის კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში ბასილაშვილის და მე-20 ნომრად განთესილი ვიქტორ ჰანესკუს დაპირისპირება ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელა და რუმინელის გამარჯვებით დასრულდა – 3:6, 6:4, 7:6 (7:5).
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზეც (33:28) და ჯამშიც (101:97) მეტოქეზე მეტი გათამაშება მოიგო და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჰანესკუმ 15 ეისი მოაწოდა. სამწუხაროდ, ნიკოლოზმა 9-დან მხოლოდ 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ძირითადი ბადის მიღმა დარჩა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსში 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ჰანესკუ კი ძირითად ბადეში რუს მიხაილ იუჟნის გაეჯიბრება, რომელიც ბასილაშვილს არც თუ დიდი ხნის წინ ჰყავს დამარცხებული.