საბერძნეთის თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩი აეკ-სა და “ოლიმპიაკოსს” შორის 89-ე წუთზე შეწყდა.
ათენის “ოლიმპიურ სტადიონზე” მიმდინარე მატჩის მიწურულს “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელმა არგენტინელმა ფრანკო იარამ აეკ-ის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 1:0 გახადა. სტუმართა დაწინაურებას გულშემატკივართა გაღიზიანება მოჰყვა. ტრიბუნებზე ცეცხლი გაჩნდა, გულშემატკივართა ნაწილი მინდორზეც შევარდა, რამაც თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახადა და მთავარმა მსაჯმა მატჩი შეწყვიტა.
პირეოსში გამართული პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, მეორე მატჩის 89-ე წუთისთვის კი გამარჯვება სტუმართა მხარეს იყო. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია.