მიუნხენის “ალიანს არენაზე” “ბაიერნმა” დონეცკის “შახტარი” 7:0 დაამარცხა. გერმანული გრანდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის ფეხბურთელების თამაში დადებითად შეაფასა.
“კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით. პირველი შეხვედრის შემდეგ საპასუხო მატჩის წინ მათზე გარკვეული წნეხიც იყო, თუმცა მოედანზე ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდა. მოხარული ვარ გამარჯვებით, ჩვენ დავიმსახურეთ შემდეგ ეტაპზე გასვლა”, - აღნიშნა გვარდიოლამ.
“მეტოქე მატჩის საწყის წუთებში 10 კაცით დარჩა. რა თქმა უნდა, ამ დროს თამაში უფრო გვიადვილდება. ჩემმა ფეხბურთელებმა მოახერხეს მატჩის მსვლელობის გაკონტროლება და ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეს”, - დაასრულა კატალონელმა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის ლვოვში გამართული პირველი მატჩი უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრაში კი 7 გოლი ვიხილეთ. ყველა შემთხვევაში დამწუხრებულები უკრაინელები აღმოჩნდნენ.