ფამაგუსტას “ანორთოსისი”, რომლშიც ნახევარმცველები ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია გამოდიან, კვიპროსის საფეხბურთო თასის გათამაშებას გამოეთიშა.
“ანორთოსისმა” პირველი მატჩი სახლში აპოელ-თან 0:0 დაასრულა, ხოლო სტუმრად 0:2 დამარცხდა. ფამაგუსტელებში ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა. აბურჯანიამ 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 33-ე ტურში, “ფეირენსემ”, სადაც გიორგი მაკარიძე ირიცხება სტუმრად “ბენფიკა II”-ს 1:0 აჯობა. ქართველმა მეკარემ ზედიზედ მესამე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. “ფეირენსეს” 50 ქულა აქვს და 24 გუნდში მე-9 ადგილზეა.