თამაშგარე

10:38 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაირა ნარა წარმატების ზენიტზეა

ესპანელი მოდელი, ზაირა ნარა, რომელმაც სახელი ცნობილ ურუგვაელ ფეხბურთელთან, დიეგო ფორლანთან თანაყოფითა და ხვანცალით გაითქვა, ამჟამად სამოდელო საქმეში პოპულარობის ზენიტზეა და ვითარცა თაფლს ბუზები - ისე ასევია მოტრფიალენი და თაყვანისმცემლები.

ზაირა ნარა შარშან კინოფილმშიც გადაიღეს, სადაც ის ერთ-ერთი ძველი რომაელი მთავარსარდლის - სციპიონის მეუღლის როლს ასრულებდა და როგორც თავად მოდელი ამბობს, მსახიობობა ნამეტნავად მოეწონა და აპირებს, მომავალში ამ საქმეს მეტი დრო დაუთმოს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას... დიეგო ფორლანთან დაშორების შემდეგ, ზაირამ ბარე 5 გულისსწორი გამოიცვალა და ახლა დუნიაზე კვლავ თავისუფალი ქალის სტატუსით მიდი-მოდის, რაც ბევრ მამაკაცს უსახავს იმედს, რომ ეგებ მოხდეს გასაკვირი ამბავი და ზაირამ მათკენაც გაიხედოს. კაცმა რომ თქვას, გახედვას რა უდგას წინ?...…

0.135824