კალათბურთი

10:21 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მეათე ორმაგი დუბლი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “ორლანდო მეჯიქი” 97:91 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი და 47 წამი დაჰყო.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში 91:91 გახლდათ. ბოლო 2 წუთში “მილუოკიმ” “საკუთარი კალათა მშრალად შეინახა”, ხოლო შეტევაში ზაზას შედეგიანი პასებით მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო.

ფაჩულიამ გუნდს 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი შესძინა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველმა ცენტრმა ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

მიმდინარე სეზონში ზაზამ მეათე ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა მილუოკელთა მსროლელმა კრის მიდელტონმა ჩააგდო.

“მილუოკი” 34 მოგებით და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

მატჩის საინტერესო მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=pIsHsLOAjEM

0.117519