Football Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერი" "მონაკოს" ფრანგ ნახევარმცველს ჟერემი ტულალანს დაიმატებს.
როგორც წყარო იუწყება, 31 წლის ფეხბურთელი და "ინტერი" უკვე შეთანხმდნენ 3-წლიან კონტრაქტზე. ტულალანი "ინტერში" გადასვლას ზაფხულში გეგმავს, ჟერემის სწორედ სეზონის ბოლომდე აკავშირებს "მონაკოსთან" კონტრაქტი.
ტულალანმა მიმდინარე სეზონში "მონაკოს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა.