არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც “ალბისელესტეს” მაისურით ორ უახლოეს ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
ნაკრებში ერთი დებიუტანტია: სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” 22 წლის მეკარე ხერონიმო რული.
52 წლის სპეციალისტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: სერხიო რომერო (“სამპდორია”), ნაგუელ გუზმანი (“ტიგრესი”), ხერონიმო რული (“სოსიედადი”);
მცველები: მატეო მუსაჩიო (“ვილიარეალი”), ფაკუნდო რონკალია (“ჯენოა”), ეზეკიელ გარაი (“ზენიტი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პაბლო ზაბალეტა (“მანჩესტერ სიტი”), ლუკას ორბანი, ნიკოლას ოტამენდი (ორივე “ვალენსია”);
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”), ლუკას ბილია (“ლაციო”), ევერ ბანეგა (“სევილია”), ენცო პერესი (“ვალენსია”), ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობერტო პერეირა (“იუვენტუსი”), ხავიერ პასტორე (პსჟ);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”), ეზეკიელ ლავეცი (პსჟ), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).
არგენტინის ნაკრები 27 მარტს ელ სალვადორს შეხვდება, ხოლო 31-ში ეკვადორს დაუპირისპირდება.