ფეხბურთი

19:38 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩხერიმელა” იაპონელ ფეხბურთელს აკვირდება

საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის “ჩხერიმელაში” 27 წლის იაპონელი ფეხბურთელი გენკი ნაკამურა ისინჯება. ამ ეტაპზე უცნობია დარჩება თუ არა ნაკამურა იმერულ კლუბში, მას “ჩხერიმელას” მწვრთნელები აკვირდებიან.

ნაკამურა იაპონური საფეხბურთო კლუბის “უჩიდეჰამას” ახალგაზრდული გუნდის აღზრდილია. 1998-1999 წლებში ბრაზილიურ კლუბ “ზიკო სოსიედად ესპორტივაში” თამაშობდა. ეს კლუბი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზიკომ 1996 წელს დააარსა და მის სახელს ატარებს.

ნაკამურამ 1999-2005 წლები სამშობლოში გაატარა. ამ დროის განმავლობაში თამაშობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: “მერინი,” “სეიდუ” და “აშია.” 2005 წელს კარიერა გერმანულ სამოყვარულო კლუბ “ტუს ჰორდელში” განაგრძო. 2006 წელს “ჰულსში” გადავიდა. 2007-2008 წლების სეზონში კიდევ ერთ გერმანულ სამოყვარულო კლუბ “ჰორსტ ემშერ ჰუსარენში” ითამაშა, შემდეგ იყო ვიეტნამის პირველი დივიზიონის კლუბი “საიგონი,” რასაც იაპონური “სერესო ოსაკა” მოჰყვა. 2009 წელს ევროპისა და აზიის კონტინენტი ისევ დატოვა და სამხრეთ ამერიკაში განაგრძო კარიერა. 2009-2010 წლებში პერუს ჩემპიონატში ითამაშა. ასევე ითამაშა ალბანეთის, ფილიპინებისა და ინდოეთის ჩემპიონატში. საქართველოში ჩამოსვლამდე კი ლაოსის ჩემპიონატში თამაშობდა.

როგორც ერთ-ერთ ინტერნეტგვერდიდან ვიგებთ, იაპონელი ფეხბურთელი მშობლიური ენის გარდა თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.

0.115985