აზერბაიჯანის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორვატი რობერტ პროსინეჩკი 25 მარტს თავის თანაშემწეს ელხან აბდულაევს თბილისში მიავლენს.
ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, აბდულაევი საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩს დაესწრება. ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში მალტა აზერბაიჯანის მეტოქეა და პროსონეჩკის თანაშემწე “კუნძულელებს” უშუალოდ საქმეში დააკვირდება. 29 მარტს, აზერბაიჯანი სწორედ მალტას შეხვდება.