ლადო დვალიშვილმა “ოდენსეს” დუბლშემადგენლობაში გოლი გაიტანა. “ოდენსეს” სარეზერვო გუნდმა “ესბიერგის” დუბლშემადგენლობასთან 1:4 წააგო და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. 28 წლის თავდამსხმელი 79-ე წუთზე შეცვალეს.
წელს დვალიშვილი “ოდენსეს” პირველი გუნდის 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა და მხოლოდ დუბლებში თამაშობს.